"ციურიხი" თასის ნახევარფინალში გავიდა - ლევან ხარაბაძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა

AutoSharing Option
28 თებერვალს შვეიცარიის თასის 1/4-ფინალში ლევან ხარაბაძის "ციურიხმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია ქვედა ლიგის "კრინსს" და ნახევარფინალში გავიდა.

ისევე როგორც წინა შეხვედრებში, 19 წლის ქართველმა მცველმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ აქტიურიც იყო.

საერთოდ კი, სასიამოვნოდ გასაკვირია როგორ უცბად მოახერხა მან ახალ გუნდში თავის დამკვიდრება.

ლევანმა ჩემპიონატის 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ევროპა ლიგის მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნათელი მაგალითი როგორ შეიძლება შრომით და სპორტული მორალით დაიმკვიდრო ადგილი ევროპულ კლუბში.
Georgian
16:54 02-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული