3 მარტს, ბელგიის ჩემპიონატის 28-ე ტურში, "ვარეგემთან" გასვლით მატჩშიც არ მიიღებს მონაწილეობას "გენტის" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც 30 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.
გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძეს მუხლი არ აწუხებს, მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს, მაგრამ ხვალ არ ათამაშებს.
აშკარაა, მას თვალისჩინივით უფრთხილდებიან, რადგან უნდათ ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში გუნდს დაეხმაროს და შემდეგ სარფიანად გაყიდონ.
რაც შეეხება თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას, განაცხადში იქნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პირველ გუნდშიც გაიტანა გოლი და დუბლებში დუბლი შეასრულა, სავარაუდოდ შეცვლაზე შეუშვებენ,
ვინაიდან ტორუპი უპირატესობას თავის ყოფილ და ამჟამინდელ შეგირდზე ალეკსანდერ სიორლოტზე და უკრაინელ რომან იარემჩუკზე აკეთებს.