ისინი უკვე შეუდგნენ საქმეს - ჯანო ანანიძეს და "კრილიას" ახალწვეულებს აქებენ

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის სადებიუტო გოლის შემდეგ "კრილია სოვეტოვში", ქართველი ფეხბურთელი კლუბის მესვეურებმა შეაქეს.

"კრილიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ფეტისოვმა ახალწვეულების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ნამდვილად საბრძოლო მატჩი გამოვიდა. კარგია, რომ "კრილიამ" განახლებული შემადგენლობით ერთ გუნდად აჩვენა საკუთარი თავი. როგორც ხედავთ, ახალწვეულებმა უკვე დაიწყეს სატურნირო ცხრილში სიტუაციის გამოსწორება".

"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა კითხვაზე, როგორ მოეწონა ახალწვეულების დებიუტი, უპასუხა:

"როგორც ნახეთ, სამედოვმა პირველი გოლი შექმნა, მთელი მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა; შიშკინმაც კარგად ითამაშა, ჯანომ კი გაიტანა. არანაირი კითხვები, ისინი კვალიფიციური ფეხბურთელები არიან და
მათში ეჭვი არ გვეპარებოდა".

მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მეკარემ, რუსლან ნიგმატულინმა კი, ჟურნალისტის კითხვაზე, გააკვირვა თუ არა ანანიძისა და სამედოვის კარგმა ფორმამ, აღნიშნა:

"ამ ფეხბურთელებს აქვთ კიდევ დასამტკიცებელი. ისინი რეალური სარგებლის მოტანისთვის ჩამოვიდნენ და საქმეს პირველივე მატჩიდან შეუდგნენ. ლიდერის ფუნქციები შეითავსეს. სამარაში ასეთი ადამიანები ძალიან სასარგებლონი იქნებიან".

მკითხველის კომენტარები / 6 /
გმადლობთ ბიჭებო,ყველაფერი გასაგებია.სადაც ვუყურებდი ხოლმე,დაიბლოკა და ასე ადვილად ვეღარ ვპოულობ არხებს.
სოსო
05 მარტი 2019 11:20
0
კარგი ფეხბურთელი და კარგი კაცი აი ეს არის ჯანო,მიდი მიაწექი.
გოჩა
04 მარტი 2019 23:57
0
Tamashs unda uyuro Soso an mousmino da master
Ki
04 მარტი 2019 18:58
0
ჯანო საუკეთესოა
ვანო
04 მარტი 2019 14:58
1
კარგია,რომ გოლი გაიტანა,თავდაჯერებულობა მოემატება,მაგრამ ის კი ცუდად მენიშნა,ერთი საათის შემდეგ რომ შეუცვლიათ.სავარაუდოდ გამძლეობა კვლავ ღალატობს.
სოსო
04 მარტი 2019 14:16
7
სოსო,
იმიტომ გამოცვალეს, რომ კრილიას კაცი გაუძევეს. მის მაგივრად დაცვითი ტიპის ფეხბურთელი გამოიყვანეს და დაცვა გააძლიერეს, რადგან სტუმრად თამაშობდნენ, მოქმედ ჩემპიონთან და + კაცნაკლულნი
Burton
04 მარტი 2019 16:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული