გია გრიგალავამ არსენალისთვის გაისროლა და მისი გუნდი ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვის ოლქის ხიმკიში ტულის "არსენალისა" და "ორენბურგის" რუსეთის თასის განმეორებითი 1/4-ფინალური მატჩი 1:1 დასრულდა და რადგან პირველი შეხვედრა "მეთოფეებს" 4:2 ჰქონდათ მოგებული, გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

დღევანდელ მატჩში ანგარიში "არსენალის" ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ გახსნა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავურით მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ნახევარფინალს აგრეთვე მოსკოვის "ლოკომოტივმა" უწია, რომელმაც ყაზანში "რუბინს" 1:0 სძლია (პირველ შეხვედრაშიც რკინიგზელებმა იმარჯვეს -2:0 ). "ლოკოს" ქართველმა ლეგიონერმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი რეზერვია ეს კაცი ნაკრებისთვის!უფრო და უფრო უმატებს დონეს. წარმატებები და აბა შენ იცი გვასახელე!
გიბო
10:28 07-03-2019
0
გრიგალავა სტაბილურაად თამაშობს თავის გუნდში, კარგი ფეხბურთელია
irakli
10:36 07-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული