მოსკოვის ოლქის ხიმკიში ტულის "არსენალისა" და "ორენბურგის" რუსეთის თასის განმეორებითი 1/4-ფინალური მატჩი 1:1 დასრულდა და რადგან პირველი შეხვედრა "მეთოფეებს" 4:2 ჰქონდათ მოგებული, გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
დღევანდელ მატჩში ანგარიში "არსენალის" ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ გახსნა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავურით მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
ნახევარფინალს აგრეთვე მოსკოვის "ლოკომოტივმა" უწია, რომელმაც ყაზანში "რუბინს" 1:0 სძლია (პირველ შეხვედრაშიც რკინიგზელებმა იმარჯვეს -2:0 ). "ლოკოს" ქართველმა ლეგიონერმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.