record.pt: გიორგი მაკარიძე ბავშვობის ოცნების ახდენას ცდილობს, რომელიც თბილისის ქუჩებში თამაშის დროს ჰქონდა

AutoSharing Option
გიორგი მაკარიძემ "სეტუბალში" გადაბარგების შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატში ორი მატჩი გამართა - ის დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისევ მოედანზეა.

ადგილობრივი გამოცემა record.pt ქართველ მეკარეს მცირე სტატიას უძღვნის, რომელსაც გთავაზობთ:

"28 წლის ასაკში, "სეტუბალის" მეკარე გიორგი მაკარიძე, საკუთარი ოცნების ახდენას ცდილობს, რომელიც ბავშობაში, თბილისის ქუჩებში თამაშის დროს ჰქონდა.

"ბავშვობიდან მიზნად მქონდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გავმხდარიყავი. ეს ოცნება დღესაც მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, მის ასასრულებლად." - ამბობს გიორგი.

"კასილასი საუკეთესოა" - გიორგის არ ეპარება ეჭვი, ვინ არის პორტუგალიაში საუკეთესო მის პოზიციაზე, თუმცა თვითონ
ბუფონისა და ალისონის გულშემატკივარია.

გიორგი მაკარიძეს რთული პერიოდი ჰქონდა, 21-თვიანი უქმობის შემდეგ პორტუგალიის ჩემპოიონატში ორი მატჩი ითამაშა.

"გასულ წელს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ტრავმა მქონდა და ოპერაცია დამჭირდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა და თამაშის საშუალება ისევ მაქვს" - ამბობს გიორგი მაკარიძე.

ქართველის "სეტუბალი" შემდეგ მატჩს 10 მარტს "ტონდელასთან" გამართავს, გიორგი მაკარიძე, დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

altგიორგი მაკარიძეს მეტოქემ ვერ გაუტანა - სამაგიეროდ თანაგუნდელმა გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
სტაბილური ჯანმრთელობა,სათამაშო პრაქტიკა და წარმატებები, გიორგი.
სოსო
12:58 10-03-2019
1
მეც გამიხარდება ყველა ქართველ ქომაგსაც, თუ გიორგიმ ბავშვობის ნატვრა აისრულა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდება. წარმატებას გისურვებ, დიდი შრომით და მონდომებით ყველაფერია შესაძლებელი.
Geo_Dinamo
15:00 10-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული