ადგილობრივი გამოცემა record.pt ქართველ მეკარეს მცირე სტატიას უძღვნის, რომელსაც გთავაზობთ:
"28 წლის ასაკში, "სეტუბალის" მეკარე გიორგი მაკარიძე, საკუთარი ოცნების ახდენას ცდილობს, რომელიც ბავშობაში, თბილისის ქუჩებში თამაშის დროს ჰქონდა.
"ბავშვობიდან მიზნად მქონდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გავმხდარიყავი. ეს ოცნება დღესაც მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, მის ასასრულებლად." - ამბობს გიორგი.
"კასილასი საუკეთესოა" - გიორგის არ ეპარება ეჭვი, ვინ არის პორტუგალიაში საუკეთესო მის პოზიციაზე, თუმცა თვითონ
გიორგი მაკარიძეს რთული პერიოდი ჰქონდა, 21-თვიანი უქმობის შემდეგ პორტუგალიის ჩემპოიონატში ორი მატჩი ითამაშა.
"გასულ წელს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ტრავმა მქონდა და ოპერაცია დამჭირდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა და თამაშის საშუალება ისევ მაქვს" - ამბობს გიორგი მაკარიძე.
ქართველის "სეტუბალი" შემდეგ მატჩს 10 მარტს "ტონდელასთან" გამართავს, გიორგი მაკარიძე, დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.
გიორგი მაკარიძეს მეტოქემ ვერ გაუტანა - სამაგიეროდ თანაგუნდელმა გაუტანა [VIDEO]