სასიხარულო ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და მოედანს უბრუნდება

AutoSharing Option
ფოტო: Kaagent.be

19 წლის ქართველი ნახევარმცველი რამდენიმეკვირიანი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და "სენტ ტრუიდენთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

ახალგაზრდა მოთამაშემ ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 შეხვედრაში ითამაშა და 30 იანვრის შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა.

"კვირას "გენტს" შეეძლება გამოიყენოს ძლიერი, მოქნილი და ტექნიკური ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გუნდთან ერთად ივარჯიშა. დიდი ალბათობით, ის "სენტ ტრიუდენთან" ითამაშებს", - წერს voetbalnieuws.be.

გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას გუნდი კვირას, 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" იუპერლიგის დასკვნითი, 30-ე ტურის მატჩს გამართავს.

ამ ეტაპზე "გენტი" მე-6
ადგილზე იმყოფება და თუ სტუმრად მეტოქესთან არ დამარცხდება, ასპარეზობას საჩემპიონო პლეი-ოფში გააგრძელებს.

ვარჯიშის განახლების მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და შვეიცარიასა და ირლანდიასთან გასამართ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყოჩაღ გენტსაც და ფედერაციასაც! ჩვენი ნაკრებისთვის ტრავმირებულია და გენტისთვის არა? მაინტერესებს ჩვენებიდან ვინმე ჩავიდა საერთოდ ბელგიაში ან ესაუბრა ჩაკვეტაძეს პირადად ? რას ნიშნავს კვირას ითამაშებს, რა სულ ვიღაცის მამაძაღლობას ეწირება ნაკრები ? შეიყვანეთ განაცხადში!!!!!
გადასარევი გიორგი
14 მარტი 2019 18:40
2
კი, მარა რატომ თუ კვირას ითამაშებს, მეორე შაბათს რატო ვერ ითამაშებს ვითომ, აქ რაღაც სიმყრალის სუნი მცემს.
Kkk
14 მარტი 2019 18:39
1
ჩაკვეტაძის 10 წუთი აჯობებს ზოგიერთის 90 წუთის თამაშს
irakli
14 მარტი 2019 18:33
1
თუ პირველ თამაშში ვერ დაგვეხმარებოდა, ირლანდიასთან მაინც შეიტვანონ განაცხადში. ძლივს ლიდერი გამოგვიჩდა, თუნდაც მეორე ტაიმი ირლანდიასთან რატომ ვერ უნდა ითამაშOს? თუ ღმერთმა დაიფაროს და ისევ ტრამვა გაუმიზეზდეს, ისე იგი ოპერაციაა ესაჭიროება აუვცილებლად როგორც აქ სპორტალზე ვიღაცამ დაწერა ადრე. ძალიან მინდა ჩაკვეტაძე ნაკრებში, მისი ფანი ვარ უკვე, ამ ბიჭმა ჩემი გული დაიპყრო.
Geo_Dinamo
14 მარტი 2019 21:12
2
გენტი ჩათლახობს, აქამდე აბუქებდნენ ტრამვას რომ არ გამოეძახათ ნაკრებში და როგორც კი შემადგენლობები გაცხადდა ეგრევე დააბრუნეს თავისი გადამწყვეტი თამაშისთვის. იმის შანსიც არის რომ ბოლომდე არ არის მომჯობინებული მაგრამ რისკზე მიდიან რადგან პეიოფში მოხვედრა უნდათ.
Piper
14 მარტი 2019 22:12
0
მართალი ხარ, მაგრად რისკავენ რა! ნაკრებში გიორგის გამოძახების დრო არ არის წარომიდგინე, ჯერ 17 თამაში და მერე გადაბმით ნაკრების თამაშები!
აზრი
14 მარტი 2019 22:32
5
ეგრე არაა რა როგორც აქედან უყურებთ ეგეთმა მოტხოვნებმა და აგდებებმა დაღუპა ლევან ყენია პროფესიონალებმაა იციან თავის საქმე და დანებეთ ამ ბიჭს ნუ დაუნგრევთ კარიერას თქვენი არასწორი აზრების გამო
lasha
14 მარტი 2019 20:21
13
ამ ჯგუფს ისევ იმ ორი მთავარი თამაშისთვის თუ გამოვიყენებთ,ბელორუსთან და მერე ფინალში...ღმერთმა ინებოს ვცდებოდე,მარა გულში ხო ყველამ ვიცით რო ასეა.
gogka
15 მარტი 2019 10:40
2
გაორებული გრძნობა მაქვს, კი მინდა რომ ჩაკვემ ითამაშოს ნაკრებში, მაგრამ მეშინია არ გაუმიზეზდეს ტრამვა. მგონი ახლა უმჯობესია დავასვენოთ.
გენო
14 მარტი 2019 19:33
15
კი მარა გენტში თამაშით არ გაუმიზეზდება და ნაკრებში თამაშით გაუმიზეზდება?
Kkk
14 მარტი 2019 20:02
3
/ირაკლი/ მართალი ხარ. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
ბესო
14 მარტი 2019 20:04
2
უფრო სასიხარულო ის იქნებოდა ვაისს ნაკრებში,რომ გამოეძახაა
ასევე
15 მარტი 2019 09:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული