გიორგი ლორიას 86-ე წუთზე გაუტანეს გოლი და "მაგდებურგი" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
16 მარტს, მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" დრეზდენში ფრეს (1:1) დასჯერდა "დინამოსთან".

სტუმრები მოგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ისევე როგორც წინა ტურში "სანდჰაუსენთან", მატჩის ბოლოს გაუშვეს გოლი და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს.

გოლი ლორიას ახლო მანძილიდან თავურით გაუტანეს და მას შეცდომა არ დაუშვია.

"მაგდებურგი" უკვე გასავარდნ ზონაშია - 23 ქულით მე-16 ადგილზეა და 29 მარტს "ჰეიდენჰეიმს" უმასპინძლებს.

დრეზდენი. "DDV - სტადიონი". 30 500 მაყურებელი
დინამო - მაგდებურგი 1:1
გოლები: 0:1 როტჰერი (43), 1:1 რიოსერი (86)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული