ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო, ქვილითაია არ ათამაშეს, "გენტმა" მოიგო

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 30-ე ტურში "სენტ ტრუიდენთან" წინასამატჩო განაცხადში "გენტის" ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის შეყვანამ ბევრი და მათ შორის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც კი გააკვირვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძემ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა (იხ. ფოტო), შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს.

"გენტმა" სტუმრად ეს მატჩი 2:0 მოიგო, რეგულარულ ჩემპიონატში 50 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა და საჩემპიონო პლეი-ოფში ითამაშებს. ორივე გოლი უკრაინელმა ფორვარდმა რომან იარემჩუკმა გაიტანა.

სამწუხაროდ, თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისევ არ ათამაშა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათ გარეშე უკეთესად თამაშობს გენტი
Roma
08:11 18-03-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული