გიორგი ჭანტურია - "ახალი მესი", რომელმაც იმედები ვერ გაამართლა

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო სააგენტო agentianonimi.com-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით "10 "ახალი მესი", რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს".

ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ სიაში, სხვა 9 მოთამაშესთან ერთად, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაც მოხვდა.

"ფეხბურთში ყოველთვის ვეძებთ ახალ ფენომენებს. მათ, ვისაც შეუძლიათ აღმართონ საერთაშორისო ტიტულები, მინიმუმ ერთხელ მაინც მოიგონ "ოქროს ბურთი", დაამყარონ რეკორდები და ა.შ.

ამასთან ერთად, ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს სუპერვარსკვლავებს ადარებენ. გთავაზობთ 10 ფეხბურთელს, რომლებსაც სხვადასხვა დროს "ახალი მესი" შეარქვეს, თუმცა მათ მოლოდინი ვერ გაამართლეს.

გიორგი ჭანტურია
იმის მიუხედავად, რომ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო
საფეხბურთო სკოლებს შორის არ არის, ეს ქვეყანა ყოველთვის აწარმოებდა ახალგაზრდა ტალანტებს, რომლებიც შემდეგ წარმატებებს აღწევდნენ: კალაძე, ხურცილავა, ქეცბაია, ქინქლაძე, არველაძე, პიონერი პაიჭაძე - ეს მხოლოდ მცირე სიაა კავკასიის რეგიონის პატარა ქვეყნიდან.

გიორგი ჭანტურია - ნამდვილი ტალანტი, რომელიც შეუმჩნეველი სულად არ დარჩენილა. ის 16 წლის ასაკში "ბარსელონაში" მიდის, სადაც ერთ სეზონს ატარებს და სხვადასხვა კლუბის სკაუტებს თავს აწონებს, თუმცა არა კატალონიურ კლუბს.

პირველი ასეთი "ვიტესი" იყო, შემდეგ "კლუჟი" და "ვერონა", თუმცა ის ვერცერთ ამ კლუბში ვერ "აფეთქდა". ახლა კი, მას შემდეგ, რაც რუსული "ურალი" დატოვა, უკლუბოდაა", - ვკითხულობთ agentianonimi.com-ზე.

გიორგი ჭანტურიას გარდა, სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: გაბრიელ ტორჟე (რუმინეთი), სენ ვუ ლი (სამხრეთი კორეა), სოტრის ნინისი, იოანის ფეტფაზიდისი (ორივე საბერძნეთი), ალენ ჰალილოვიჩი (ხორვატია), კრისტიან ატსუ (განა), მარტინ ოდეგაარი (ნორვეგია), ალან ძაგოევი (რუსეთი), გაი ასულინი (ისრაელი).

altჭანტურია, სერხი რობერტო, იკარდი, რაფინია - ვინ იყვნენ და სად არიან დღეს ბარსელონელი თანაგუნდელები

altანანიძე, ჭანტურია, ოქრიაშვილი - რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ტრავმიანი ფეხბურთელები

მკითხველის კომენტარები / 11 /
იმდენი მესი გვყავს რო მსოფლიო ცჰემპიონები ვხდებით მალე...მესი არა კვახი ამ ჟურნალისტებმა სულ დააქლიავეს ისედაც არაფრის მაქნისი ჩვენი ფეხბურთელები
gaga
28 მარტი 2019 09:40
0
კარგით რა, ეხლა ვინც არიან ნაკრებში ეს მკვდარი ჯობია იმათ თავდასხმაში და გოლის გამტანობაში.
Bidzia
28 მარტი 2019 07:42
4
ალბათ ის მესი წნორის მილანიდან
aleko
28 მარტი 2019 06:26
0
ჯერ კიდე აქვს შანსი მაგის ადგილზე ვიყო იმ 3 გუნდიდან რომლებიც ევროპაზე გამოდის რომელიმესთან გავაფორმებდი 2 წლიან კონტრაქტს ხაზს ვუსვამ 2 წლიანს და ყველაფერს გავიღებდი რომ რაც შეიძლება შორს გასულიყო გუნდი და თუ ინტერესი გამოჩნდებოდა ამ გუნდსაც ვახეირებდი გარკვეული თანხით რაც წინაწარ მითითებული იქნებოდა კონტრაქტში ნიჭიერი არი ფიზიკურადაც სუსტი არა ერთია არ უნდა დაზოგოს საკუთარი თავი და ბევრი ივარჯიშოს.
კახა
27 მარტი 2019 22:21
0
es ki ar aris mesi, piriqit mesia chanturia.d.d.
barsa
27 მარტი 2019 21:44
0
აქედან ყველაზე ნორმალური ფეხბურთი აცუმ ითამაშა ... ოდეგაარს ჯერ კიდევ შეუძლია... ჭანტურას ბევრი შეეძლო ! მთავარ გუნდშიც უვარჯიშია... ნამდვილად შეეძლო ერთერთი საუკეთესო ყოფილიყო. საწყენი კი არა მტკივნეულია ეს ყველაფერი . როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის. იმედია ,,მაგალითი'' იქნება სხვებისთვის... ერთეულებს ეძლევათ მსგავსი ნიჭი და შესაძლებლობა
Homeros
27 მარტი 2019 21:23
0
Mesi ara ... parchakebi arian yvela
Rezo
27 მარტი 2019 18:39
1
მახსოვს , ახალწასული იყო ბარსელონაში, როცა მასზე ჩემი ძმაკაცი ვაკო მეუბნებოდა(ყაზაიშვილი) - ნამდვილი გიჟია, ბურთს რომ დაითრევს უეჭველი გოლით მთავრდება შეტევაო... ეჰ, დასანანია, ძალიან დასანანი! ვაკოსგანაც მეტს ველოდი
Homeros
27 მარტი 2019 17:56
0
მესი რომელიც ურალიდან გაუშვეს)))) თქვენ ხო არ გაჟრიალებთ? ერთი ჭანტურიაა მესი და მეორე ჩაკვეტაძეა რონალდო. და მაგიტომ აქვთ თავში ავარდნილი ჭანტურიასაც,ოქრიაშვილსაც და ყაზაიშვილსაც და მაგიტომაცაა ვერც ერთმა რო ვერ ივარგა და უკლუბოდ და მაჩანჩალა ლიგებში თამაშობენ.ჭანტურიას ფეხბურთი მე ვერ ვნახე.შეიძლება ბავშვობაში ეზოში თამაშობდა კარგად)))
ზაზა
27 მარტი 2019 16:41
4
მე ბოლოს პოლონეთის წინააღმდებ ვნახე. მგონი მეორე ტაიმში შევიდა და 3-4 მეტოქეს ისე აბრუებდა და ისე იჭერდა ბურთს, გაოცდებოდი. მაშინ როცა ათიდან ცხრა მაგ ნაკრებში პასს ვერ აკეთებდა... მე მაინც მგონია ეგეთ ფეხბურთელებზე უნდა აიგოს ჩვენი თამაში - ჭანტურია, არაბიძე, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე და ა.შ.
odala
28 მარტი 2019 07:46
0
სირცხვილია. რა მესი. ჭანტურია არ არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული. დაახლოებით საბა ლობჟანიძის დონეა
27 მარტი 2019 16:21
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული