აკაკი ხუბუტია კარიერას "ვიტებსკში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ფოტო: vk.com/fcvitebskby

საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი აკაკი ხუბუტია კარიერას ბელორუსის ჩემპიონატში გააგრძელებს.

33 წლის მცველის ახალი კლუბი "ვიტებსკი" იქნება, რომელმაც შარშანდელი სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და მესამეადგილოსან მინსკის "დინამოს" 1 ქულით, მეორეადგილოსან სოლიგორსკის "შახტიოს" 2 ქულით ჩამორჩა.

ხუბუტიას გარდა, "ვიტებსკში" რუსი, უკრაინელი და ბრაზილიელი ლეგიონერებიც თამაშობენ, მთავარი მწვრთნელის პოსტს კი 54 წლის სერგეი იასინსკი იკავებს.

ბელორუსის ჩემპიონატი სტარტს 29 მარტს აიღებს, როდესაც "ვიტებსკი" დედაქალაქის "მინსკს" ესტუმრება.

აკაკი ხუბუტიას კარიერის მანძილზე ბელორუსულ "ზვეზდაში", ლიეტუვურ "კაუნასში", რუმინულ "გაზ-მეთანსა" და "პოლი ტიმიშოარაში", თურქულ
"სამსუნსფორში", რუსულ "მორდოვიაში", ბერძნულ "კერკირაში", სლოვაკურ "ზემპლინსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია, "ვიტებსკში" კი ის "რუსთავიდან" გადავიდა.

სხვადასხვა წელს აკაკი ხუბუტია საქართველოს 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა, ეროვნული ნაკრების მაისურით კი 2010-14 წლებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

altრა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან

alt"ვესტ ჰემი" მზადაა საბა კვირკველია 18 მილიონად შეიძინოს

altხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივის" მაისურით ამხანაგურში გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 3 /
Gadaketebuli akvs metrika amas
2
ე ბიჭო რა ვერ დაიმახსოვრეთ ბელარუსი ქვია იმ ქვეყანას, რა ბელორუსი
თემო
01:30 29-03-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული