გიორგი ჩაკვეტაძემ "ბრიუგესთან" მატჩის წინ ფანებთან და თანაგუნდელებთან ერთად ატრაქციონზე იხალისა

AutoSharing Option
"გენტს", რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ,  ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თავის გულშემატკივრებთან, მათ ხშირად პატიჟებენ კლუბის ბაზაზე და სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებებს მართავენ.

ამჯერად მწვრთნელმა იეს ტორუპმა მთელი გუნდი დასვენების პარკში წაიყვანა, სადაც ფანებთან ერთად დრო მხიარულად გაატარეს.

"გენტი" ბელგიის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში გავიდა და 31 მარტს სტუმრად "ბრიუგეს" შეხვდება.

ჯერ უცნობია მიიღებს თუ არა ამ მატჩში მონაწილეობას ჩაკვეტაძე, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს. რაც შეეხება ქვილითაიას, ალბათ სათადარიგო იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული