30 მარტს, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" 1:0 დაამარცხა მოსკოვის "დინამო".
"ლოკომ" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 38 ქულით მე-2 ადგილზეა და 3 აპრილს "როსტოვს" უმასპინძლებს.
ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა კვირკველიამ, კვარაცხელია კი 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"ხვიჩამ მოედნის ცენტრში სმოლოვისა და მირანჩუკების უკან დაიკავა ადგილი, მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა თამაში. მის პირველივე დარტყმას შესაძლოა, პენალტი მოჰყოლოდა - დინამიკაში ისე გამოჩნდა, რომ ბურთი ხელზე მარკოვს მოხვდა. მიუხედავად ხვიჩას აღშფოთებისა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა", - წერს რკინიგზული კლუბის
საიტი.
ნამატჩევს გუნდის მწვრთნელს იური სიომინს კითხეს, რატომ შეცვალა დენისოვი კვარაცხელიათი, რაზეც ასეთი პასუხი გასცა.
"შეტევის გასაძლიერებლად არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო. ფრე არ გვაწყობდა. ხვიჩამ კარგად ჩაატარა საწვრთნელი შეკრება, "უფასთან" საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველას დაუმტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია".