ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 მარტს, ყაზახეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "ატიურაუსთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში ანგარიში "ტარაზის" თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ მატჩის 71-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა.

ეს ქართველი ფეხბურთელის მეორე გოლია ყაზახეთის ჩემპიონატში, გასულ ტურში მან ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლთან" წაგებულ (1:4) შეხვედრაში მისი გუნდიდან ერთადერთი გოლი გაიტანა.

ელგუჯა ლობჯანიძე "ტარაზს" მიმდინარე წელს "რუსთავიდან" შეურთდა.

altგიორგი გაბედავამ პოლონეთის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული