Russia Today: ხვიჩა კვარაცხელიას შესვლამ მატჩის ბედი გადაწყვიტა

AutoSharing Option
ფოტო: fclm.ru
მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ შეცვლაზე შესული ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს, რომელიც გუშინ "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმაც შეაქო, დადებითად რუსული პრესაც აფასებს. აი რას წერს 18 წლის ქართველი შემტევის შესახებ Russia Today.

"მეორე ტაიმის დასაწყისში სიომინმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა. მან ყველასთვის მოულოდნელად მოედნიდან გამოცდილი იგორ დენისოვი გაიყვანა და მის ნაცვლად მოედანზე 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია გამოუშვა, რომელიც "ლოკომოტივში" მიმდინარე წლის ზამთარში ჩაირიცხა.

ქართველი შეტევაში სმოლოვთან და ძმებ მირანჩუკებთან ერთად მოქმედებდა და "რკინიგზელებმა" მოიპოვეს ისეთი უპირატესობა, რამაც 11-მეტრიანის
დანიშვნა გამოიწვია. 64-ე წუთზე "დინამოს" მცველებმა საკუთარ საჯარიმოში იგნატიევი წააქციეს, ანტონ მირანჩუკმა კი პენალტი ზუსტად შეასრულა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ის თამაშში ძალიან აქტიურად ჩაერთო და მეტოქის ნახევარზე "დინამოს" ფეხბურთელებზე პრესინგს ახორციელებდა. ხანდახან ხვიჩა ზედმეტად გაბედულ დრიბლინგს იწყებდა და ბურთს კარგავდა, თუმცა საერთო ჯამში ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

თანაც, მოედანზე შესვლისთანავე მან კინაღამ პენალტი მოიპოვა, თუმცა მსაჯმა გადაწყვიტა, რომ "დინამოელი" მარკოვის მხრიდან ხელით განზრახ თამაშს ადგილი არ ჰქონია", - წერს Russia Today.

altხვიჩა კვარაცხელია: ჩემი თამაშით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ვცდილობდი, ვამწვავებდი

altხვიჩა კვარაცხელიას პენალტი არ დაუნიშნეს - მას იური სიომინი აქებს

altხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივის" მაისურით ამხანაგურში გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული