6 აპრილს, შვეიცარიის ჩემპიონატის 28-ე ტურში "გრასჰოპერსისა" და ლევან ხარაბაძის "ციურიხის" მატჩი 1:1 დასრულდა.
ხარაბაძემ ამ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა. ლევანმა შეუცვლელად ითამაშა, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ხარაბაძის ანგარიშზე ქვეყნის პირველობის 11 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასია.
"ციურიხი" 34 ქულით მე-5 ადგილზეა და 14 აპრილს "იანგ ბოიზს" უმასპინძლებს.
ციურიხი. "ლეტციგრუნდი"
გრასჰოპერსი - ციურიხი 1:1
გოლები: 0:1 გესეი (30), 1:1 რავეტი (48)