ორთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული გიორგი არაბიძე 44-ე წუთზე შეცვალეს

AutoSharing Option
6 აპრილს, პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში გიორგი არაბიძის "ნასიონალი" სახლში "ავეშს" დაუზავდა - 0:0.

გიორგი არაბიძე მწვრთნელმა კოშტინიამ ორთვიანი პაუზის შემდეგ ათამაშა, ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ იმის გამო, რომ 39-ე წუთზე მსაჯმა მათი გუნდის მცველი როსიჩი გააძევა, 44-ე წუთზე შეცვალა. გიორგის ნაცვლად მოედანზე ნახევარმცველი ჟულიო ტაქტიკური მოსაზრებით შეუშვა. თუმცა, კოშტინიამ იჩქარა, რადგან პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში არბიტრმა წითელი ბარათი უკვე სტუმართა გუნდის ფეხბურთელს ვიტორს უჩვენა და "ნასიონალი" მეორე ტაიმში კაცნაკლული არ დარჩა.

"ნასიონალი" 27 ქულით ჯერჯერობით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას
2 ქულა აშორებს და 14 აპრილს "ბოავიშტას" სტუმრად დაუპირისპირდება. ჰოდა, საინტერესოა ათამაშებენ თუ არა არაბიძეს.

ფუნშალი. "და მადეირა". 2 367 მაყურებელი
ნასიონალი - ავეში 0:0
გაძევება: როსიჩი (39, ნასიონალი), ვიტორი (45+1, ავეში)



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული