lastwordonsoccer.com: "სან ხოსე" ვაკო ყაზაიშვილის გარეშე უკეთ თამაშობს

AutoSharing Option
"პორტლენდთან" მოგებულ (3:0) მატჩში ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი წვლილი არ შეუტანიათ. გურამ კაშია ტრავმირებულია, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

ამერიკულმა საფეხბურთო გამოცემა lastwordonsoccer.com-მა ამ მატჩში მათ მიერ დანახული სამი გარემოება გამოჰყო, რომელთაგან ორი ქართველ ფეხბურთელებს ეხებათ:

"სან ხოსეს" უკანა ხაზი ბევრად უკეთესად გამოიყურება ფლორიან იუნგვიტთან ერთად
ცუდი არც გურამ კაშიაა, თუმცა სარგებლის მიღება ქამინგსი-იუნგვიტის წყვილითაც შესაძლებელია. კაშია რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრავმის გამო იუქმებს. თუ ჰაროლდ ქამინგსი ასე კარგად თამაშს გააგრძელებს, ალმეიდას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, როდესაც
კაშია დაბრუნდება.

"სან ხოსეს" ვაკო ყაზაიშვილი საერთოდ არ დააკლდა
ვაკო "სან ხოსეს" ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა, თუმცა 2019 წელს არ გაუბრწყინია. ის შეტევაში სწორ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს. მისი პლეიმეიქერად თამაში ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, გუნდი მის გარეშე უკეთ თამაშობს." - წერს lastwordonsoccer.com-ი.

ქართველების "სან ხოსესთვის" ეს პირველი გამარჯვება იყო. სეზონის სტარტზე კალიფორნიულმა კლუბმა ზედიზედ ოთხი მატჩი დათმო.

altკაშია ტრავმირებულია, ყაზაიშვილი სკამზე - "სან ხოსემ" ამ სეზონში პირველად მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ მინდა რამე დავაბრალო და ნურც ნურავინ ჩათვლის ამას ჭეშმარიტებად, უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია რომ ყაზაიშვილის აკლია ჯიგარი და ჟილკა, აი დაახლოებით იოზილივითაა ისიც და ესეც ლიდერები ვერასოდეს იქნებიან.. გაიტანს გაილაღებს, ვერ გაიტანს დამანდრაჟდება და არანაირი გაბრაზება რომ გამოასწოროს
ქართველი
15:26 08-04-2019
0
ასევე კრიტიკას ვერ უძლებდა მათი თამაში საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშში.
irakli
15:16 08-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული