8 აპრილს, გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" გასვლაზე მოულოდნელად 2:1 მოუგო მეორე ადგილზე მყოფ "ჰამბურგს".
ლორია განაცხადში არ ყოფილა, არადა, რაც ამ აღმოსავლეთგერმანულ გუნდში გადავიდა, ცხრავე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. კლუბის საიტზე პრევიუში ეწერა, რომ გიორგის პრობლემა აქვს და მის ნაცვლად ალეკსანდერ ბრუნსტი იასპარეზებდა.
"მაგდებურგი" თავიდან მარცხდებოდა, შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
"მაგდებურგი" 27 ქულით მე-16 ადგილზეა და 13 აპრილს, შემდეგ ტურში "დარმშტადს" უმასპინძლებს.
ჰამბურგი. "ვოლკსპარკსტადიონი". 49 820 მაყურებელი
ჰამბურგი - მაგდებურგი 1:2
გოლები: 1:0 ჯატა (31), 1:1 ბუტლერი (60), 1:2
ტურპიცი (90+4)
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლორია შესაძლოა, "ანორთოსისში" გადაბარგდეს, რომელსაც მაისში თემურ ქეცბაია ჩაიბარებს.