ფოტო: fcz.ch
"ციურიხის" ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე შვეიცარიის სუპერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ქართველმა მარცხენა მცველმა "გრასჰოპერსთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, ხარაბაძე მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო.
19 წლის ფეხბურთელი შვეიცარიის სუპერლიგის სიმბოლურ გუნდში პირველად მოხვდა.
ლევან ხარაბაძე "ციურიხის" ღირსებას 2019 წლის ზამთრიდან იცავს, სადაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მოაგროვა.