"კვირკველიამ ხვიჩას უთხრა, ჩორლუკას ეს აღარ გაუკეთო, თორემ..." - იცით, რა ქნა კვარაცხელიამ?

AutoSharing Option
საფეხბურთო კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა Sport24-თან ინტერვიუში მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"როცა თბილისში ვიყავი, საფეხბურთო წრეებიდან ადამიანები ხვიჩა კვარაცხელიაზე მიყვებოდნენ. პრინციპში, მასზე უფრო ადრეც მიყვებოდნენ. მეუბნებიან: "შენ უბრალოდ არ იცი, რა ფეხბურთელია ხვიჩა! მას 18 წელი თებერვალში შეუსრულდა, მაგრამ გასულ წელს "ბენფიკას" წარმომადგენელი იყო მის აგენტთან ჩამოსული და 1 მლნ ევროს და შემდგომი გაყიდვიდან 10 პროცენტს სთავაზობდა".

"ლოკომოტივში" ასეთი ისტორია აქვს: ერთ-ერთ ვარჯიშზე მან ჩორლუკას ორჯერ ფეხებს შორის გაუტარა ბურთი. ეს არაკორექტულად ითვლება, როცა 18 წლის
ბიჭი გუნდის ლიდერს და კაპიტანს ასეთ რამეს უკეთებს. ამბობენ, მასთან კვირკველია მივიდა და უთხრა: "ხვიჩა, კიდევ ერთხელ იზამ ამას და ჩორლუკა არასწორად გამოეხმაურება".

იცით, რა გააკეთა ხვიჩამ? მომდევნო ჯერზე მან ბურთი ზედ გადაატარა, ფეხებს შორის კი არა, ზედ გადაატარა და გვერდიდან მოუარა", - თქვა არუსტამიანმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა ფეხებში ბურთის გატარება წყინთო... დაბოღმილი ფეხბურთის მიმდევრები საერთთოდ დაღუპავენ ფეხბურთს.
ილია
14 აპრილი 2019 21:28
1
არამგონია კვირკველიას სერიოზულად ეთქვას, ან ჩორლუკას ეწყინოს... პირიქით, უნდა უხაროდეთ , რომ გუნდში ასეთი ტექნიკური ბიჭი ყავთ
Homeros
14 აპრილი 2019 05:00
2
რაც აქ დავწერე,ნეიმარის შესახებ,ფაქტია და მე არაფერი მომიგონია.ჩვენ რა მოგვწონს და რა არა,მნიშვნელობა არა აქვს,ასეა და მორჩა.
სოსო
15 აპრილი 2019 15:54
1
პატარა ბიჭისაგან ასე მასხრად აგდება, არავის მოსწონს.სხვათა შორის ნეიმარმა,რომელიც ახალი გადასული იყო ბარსელონაში,ასეთი ფინტი გაუკეთა მოწინააღმდეგის მცველს და მთელი მეტოქის გუნდი,საცემრად გაედევნა ნეიმარს.ნეიმარი მაშინ ბარსელონას მწვრთნელმაც გაამტყუნა და დასძინა რომ მოწინააღმდეგეს პატივი უნდა სცე და ასე თამაში დაუშვებელია.
სოსო
14 აპრილი 2019 20:18
4
ამდენი ხუინა ყელში ამოვიდა, მშვენივრად ვიცუთ რას წარმოადგენენ სლავები.
s
14 აპრილი 2019 02:40
5
Raoo? yelshi amogivida ukve?
Baggio
15 აპრილი 2019 08:11
0
უფროსი და უმცროსი შეიძლება სუფრაზე გაითვალისწინოს და არა საფეხბურთო მოედანზე, სადაც ყველა თანასწორია.
ფეხბურთი
13 აპრილი 2019 21:51
3
ვარჯიშზე თანაგუნდელს აუცილებელი თუ არაა არ უნდა ეკაიფო ფინტებით.თუმცა არამგონია ხვიჩა სპეციალურად აკეთებდა. მე მგონის ვატო და ხვიჩა მოხსნიან ნაკრებში თავდამსხმელის პრობლემას
გოგა
13 აპრილი 2019 19:05
2
რა ვატო, კაი რა
koba
15 აპრილი 2019 23:03
0
რუსები არ უშვებენ არავის რით ვერ შეიგნეთ.
ზვიადი
13 აპრილი 2019 16:37
5
ამ მედალს 2 მხარე აქვს , თუკი ჩორლიკას არ წყინს მაშინ შეიძლება , და თუ ხუმრობაში ატარებენ ამ ყველაფერს. თუ არადა უნდა გაჩერდეს მართლა არ შეიძლება ... უტაროს კვირკველიას ფეხებშორის ))) საბას არ ეწყინება... არუსტამიანი კიდე სომეხი ჩანს და არამგონია ძაან ახარებდეს ეს ყველაფერი შეიძლება ძაბავს უბრალოდ სიტუაციას ...
benji
13 აპრილი 2019 15:39
13
მარგალჲ ბოში,სი გჷქორლუაფუდა მა :)
ბაჩი
13 აპრილი 2019 15:08
24
კაი კაი შენ შეგიწუხდა გული:)
mosexoneli
13 აპრილი 2019 16:25
1

სიახლეები პოპულარული