13 აპრილს, უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "მეზოკოვესდ-ზსორი".
ამ მატჩში დვალმა გოლი 48-ე წუთზე გაიტანა. შეგახსენებთ, ლაშამ გოლი წინა ტურში "პაკშისაც" გაუტანა, მაგრამ რიკოშეტი იყო და მის ანგარიშზე არ ჩათვალეს. ოფიციალურად კი დვალმა პირველობის 8 შეხვედრაში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"ფერენცვაროში" 64 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ვიდეოტონს", რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 ქულით უსწრებს და ამ გუნდს 20 აპრილს უმასპინძლებს.