"ანორთოსისმა" მოიგო - ნიკა კაჭარავა 3 წუთი ათამაშეს, ბექა მიქელთაძე - არც ერთი

AutoSharing Option
15 აპრილს, კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 3:2 სძლია "ერმისს" და მეორე ექვსეულში პირველ ადგილზეა.

"ანორთოსისის" მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა ნიკა კაჭარავა 87-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე; ბექა მიქელთაძე განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ არ ათამაშა.

კაჭარავამ ამ სეზონში ჩემპიონატზე 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მიქელთაძემ - 22 მატჩში 2 გოლი.

როგორც იუწყებიან, ზაფხულში ფამაგუსტურ გუნდს თემურ ქეცბაია ჩაიბარებს, თუმცა ის ამბობს, რომ ეს ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიქელთაძემ ახალი კლუბი ეძებოს აჯობებს, ღრმა სათადარიგო გახდა ანორთოსისში.
dato
10:37 16-04-2019
1
არცერთი ერთად იწერება :-)
0

სიახლეები პოპულარული