ვატო არველაძე "სელტიკში"? - შოტლანდიური მედია საინტერესო ცნობას ავრცელებს

AutoSharing Option
შოტლანდიის ჩემპიონმა, გლაზგოს "სელტიკმა" პოლონური ექსტრაკლასას წარმომადგენელ "კორონასთან" პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

hitc.com-ის ინფორმაციით, პოლონური კლუბის ახალგაზრდა ტალანტებს ექნებათ შანსი, ივარჯიშონ შოტლანდიური გრანდის რიგებში, გამორჩეული ტალანტები კი "სელტიკის" მოთამაშეები გახდებიან.

არიან "კორონას" დღევანდელ შემადგენლობაში ფეხბურთელები, ვინც შეიძლება "სელტიკის" ინტერესებში ჯდებოდეს? - სვამს კითხვას გამოცემა და ასეთად 21 წლის თავდამსხმელს, ვატო არველაძეს მიიჩნევს.

"გერმანიაში დაბადებული თავდამსხმელი უდავოდ "კორონას" ყველაზე იმედისმომცემი ტალანტია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა.

ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და
მის ინტერესებს სუპერაგენტი მინო რაიოლა წარმოადგენს.

"სელტიკის" ფანებს, ალბათ, მისი უნიკალური გვარი ეცნობათ. ვატოს ბიძამ, შოთა არველაძემ "რეინჯერსში" 4 შესანიშნავი წელი გაატარა", - წერს hitc.com-ი.

ვატო არველაძე "კორონას" ფეხბურთელი 2018 წლის ზაფხულში გახდა და პოლონური კლუბის რიგებში 17 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კიიი, სელტიკშია უკვე!....
buba
14 სექტემბერი 2019 05:23
1
კომეტარებში ჩანს რა ბოღმა და შურიანებიც ვართ ქართველები.... საწყენია უბრალოდ. კობიაშვილმა ხომ ააყვავა ქარული ფეხბურთი
m
02 აგვისტო 2019 10:45
2
ფახთაქორი თუ ჩაუწყო ბიძამ მაგაზეც მადლობა უნდა თქვას სელტიკი არა მონპელიე
aleko
01 აგვისტო 2019 20:09
1
რა რიჟა ტო, თუ არ გადავა ნახავთ, შეიძლება უკეთესშიც გადავიდეს. კაი აგენტი, კაი პატრონი, ნაკრებშიც მაგ პონტში გამოიძახეს, თორე სანაკრებო მაგას ჯერ არაფერი არ გაუკეთებია. ისეთები არ არიან ნაკრებში, მაგას ათი თავით სჯობნიან კარგა ხანია. არაბიძეს რომ ნაკრებში 2-3 ჯერ ეთამაშა, როცა ნამდვილად იმსახურებდა, ეხლა მაგარ გუნდშიც იქნებოდა და ფორმაშიც. იმავეს ვიტყვი ებრალიძეზე და მახარაძეზე. ეხლა იგივე პონტში კარგავენ ხარაიშვილს, ლობჟანიძეს, პარუნაშვილს, ბერიძეს, ვაჩიბერაძეს და ნაკრებში იძახებენ , კაჭარავას, ჯიღაურს და უთამაშებელ მარადპერსპექტიულებს. ეხლა მჭედლიძე ითამაშებს თურმე სასტარტოში, მაგის ფეხბურთი თუ გინახიათ ვინმეს? მე არა. ბაყაყები ყიყინებს უკვე სრულიად ქართულ ფეხბურთში. პატრონი არა ყავს ამ ქვეყანას, პატრონი. გამომიქვეყნეთ მაინც. არველაძე კი კაი ახალგაზრდაა და წარმატებებს ვუსურვებ რათქმა უნდა,
ლევანი
18 აპრილი 2019 21:33
3
დეიმახსოვრეთ აი ბაღანა, მესი ვინაა ამასთან შედარებით, თავიც მესიზე დიდი აქვს და ბარძაყიც...
კოლია კაპანაძე ძუკნურიდან
18 აპრილი 2019 06:00
4
Gmertma qnas seltikshi agmochndes carmatebebi vato
Emigranti
17 აპრილი 2019 15:08
1
მორიგი რიჟა ბაზარი)))
gio
17 აპრილი 2019 13:45
10
მწითური თქმანი
არისტო
17 აპრილი 2019 17:04
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული