ფოტო: fakt.pl
პოლონურ გამოცემა Przeglad Sportowy-სთან ინტერვიუში კელცეს "კორონას" ქართველმა ფორვარდმა ვატო არველაძემ მის აგენტზე, მინო რაიოლაზე ისაუბრა.
"რაიოლამ ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იცის. ის პოლ პოგბას, რომელუ ლუკაკუს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ინტერესებს იცავს.
დარწმუნებული ვარ, რომ თუკი საუკეთესო ფორმაში ვიქნები, ის, როგორც აგენტი, ძალიან დამეხმარება. ასეთ შემთხვევაში მთელი ოჯახი ჩემით იამაყებს", - განაცხადა არველაძემ.
მომზადებულია przegladsportowy.pl-ის მიხედვით
ლეგიონის უქმეები: სანაკრებო მატჩების წინ არველაძეს ისევ გააქვს, პარუნაშვილი გააძევეს [VIDEO]
Polska Times-მა ვატო არველაძე "იაგელონია"-"კორონას" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატზე ისევ გაიტანა გოლი [VIDEO]
ისტორია გრძელდება! - შოთა არველაძე ვატოს ნაკრებში გამოძახების ამბავს გამოეხმაურა