როგორც ბაშკირეთის ნაციონალური ტელევიზიის ვებგვერდი იუწყება, "უფას" მცველი ჯიმი ტაბიძე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაგრძობს.
"უფა" რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში საკუთარ მოედანზე ტულის "არსენალს" დაუპირისპირდება და ჯიმი ტაბიძე ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, ჯიმი ტაბიძემ ტრავმა საქართველო-შვეიცარიის შეხვედრაში მიიღო. ბაშკირულ კლუბში კი ქართველ მცველს პირველი დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია (იგულისხმება ოფიციალური შეხვედრები).