მჭედლიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და მისი პასით ტრაორემ ანგარიში 2:2 გახადა, მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა კიდევ ორჯერ დალაშქრეს მასპინძელთა კარი და გაიმარჯვეს.
ამ წაგებით "ემპოლის" სატურნირო მდგომარეობა უფრო გაურთულდა, 29 ქულით მე-16 ადგილზეა და "სამშვიდობო", მე-15 ადგილზე მყოფ "უდინეზეს" 4 ქულით ჩამორჩა.
27 აპრილს, მომავალ ტურში "ემპოლი" გასვლაზე "ბოლონიას" შეხვდება.