ლევან მჭედლიძემ საგოლე გადაცემა გააკეთა - "ემპოლი" დამარცხდა და მდგომარეობა დაუმძიმდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აპრილს, სერია A-ს 33-ე ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" საკუთარ მოედანზე 2:4 დამარცხდა "სპალთან".

მჭედლიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და მისი პასით ტრაორემ ანგარიში 2:2 გახადა, მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა კიდევ ორჯერ დალაშქრეს მასპინძელთა კარი და გაიმარჯვეს.

ამ წაგებით "ემპოლის" სატურნირო მდგომარეობა უფრო გაურთულდა, 29 ქულით მე-16 ადგილზეა და "სამშვიდობო", მე-15 ადგილზე მყოფ "უდინეზეს" 4 ქულით ჩამორჩა.

27 აპრილს, მომავალ ტურში "ემპოლი" გასვლაზე "ბოლონიას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მჭედლიძის აქტიურობა სასიხარულოა , მაგრამ ემპოლის როდის ულხინდა ?
:))))
23:17 20-04-2019
0
იმედია ტრავმას არ მიიღებს და დაეხმარება საქართველოს ნაკრებს
ტოტტი
20:10 20-04-2019
0

სიახლეები პოპულარული