ესპანური მედია: "სარაგოსა" გიორგი პაპუნაშვილს გასაყიდად ამზადებს

AutoSharing Option
ესპანური (არაგონული) გამოცემა elperiodicodearagon-ი გიორგი პაპუნაშვილის მომავალს "სარაგოსაში" ქიმერაზე გამოუცნობს უწოდებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კლუბი არ დაელოდება კონტრაქტის ვადის გასვლას და 2022 წლამდეც განიხილავს ნებისმიერ შემოთავაზებას ქართველი ფეხბურთელის შესახებ, რისი მიზეზიც მარცხენა ფეხის ტრავმა არის. ამ ტრავმის გამო პაპუნაშვილს სრულფასოვანი სეზონი არ ჰქონია.

სტატიაში წერია, რომ "სარაგოსაში" კარგად ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ, 23 წლის პაპუნაშვილს კლუბმა კონტრაქტიც გაუხანგრძლივა და პირობებიც გაუუმჯობესა, თუმცა ჟურნალისტი იქვე ამბობს, რომ სწორედ ახალი კონტრაქტის გაფორმების პერიოდში იქნებოდა მისი გაყიდვა ყველაზე სარფიანი რუსეთში ან მსგავს საფეხბურთო
ბაზარზე.

პაპუნაშვილის ტრავმამ მისი სატრანსფერო ფასი დააგდო. მიუხედავად ამისა, გამოცემა აცხადებს, რომ მაინც კარგად შეიძლება მისი გაყიდვა რუსეთში ან თუნდაც ბელგიასა და ამერიკაში, საიადანაც ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენდნენ.

"პაპუმ ბევრი სირთულე გაიარა სეზონის განმავლობაში და მის ხელახალ გამოჩენას "კორდობასთან" მატჩში ველოდებით. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, ქართველი საკუთარ წუთებს მიიღებს ანდალუზიური კლუბის წინააღმდეგ შეხვედრაში" - ამბობს სტატიის ავტორი.

სტატიაშივეა ნათქვამი, რომ პაპუნაშვილი "სარაგოსას" მთავარი მწვრთნელის გემოვნებაში ჯდება. ის ისეთი ფეხბურთელია, როგორიც ვიქტორ ფერნანდესს მოსწონს. აქედან გამომდინარე, სეზონის ბოლოს საკუთარი თავის გამოჩენისა და საბაზრო ფასის გამოსწორების შანსი მიეცემა. გიორგი პაპუნაშვილმა ამ სეზონში სულ 351 წუთი ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

გამოცემა ამბობს, რომ გიორგი პაპუნაშვილზე ფსონი "სარაგოსას" ხელმძღვანელობამ დადო, რომელიც პაპუს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. მას კარგი ტექნიკური მონაცემები ჰქონდა, თუმცა ადაპტაციის პრობლემა შეექმნა. 

სტატიის ბოლოში კი  ვკითხულობთ: "ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პაპუს დღეები "სარაგოსაში" დათვლილია."

altგიორგი პაპუნაშვილი - ფეხბურთელი, რომელიც "სარაგოსას" ლიდერი უნდა ყოფილიყო

მკითხველის კომენტარები / 11 /
არადა ეს თუ ფორმაშია, ნაკრებში ძირითადის კაცია :( ესეთი ტექნიკური, სწრაფი და თან რა დარტყმა აქვს. პლუს შრომისმოყვარე, მარა რად გინდა)))
Tbiliseli
16:26 23-04-2019
0
რა შუაშია რუსეთი და სკამის ხეხვა ეს არის ბავშვობის ასაკის პრებლემა ეგერ ჩაკვესაც არ აქვს საქმე კარგად ვისი ბრალია?
soso
15:09 23-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული