22 აპრილს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე შოთა არველაძის გაწვრთნილი "ფახთაქორი" ყატარში "ალ სადს" ეწვია და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში ლეგენდარულმა ხავი ერნანდესმა გახსნა, რომელმაც მე-9 წუთზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. 30-ე წუთზე უზბეკმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა არველაძის შეგირდებმა მატჩის ბოლოს შეცდომა დაუშვეს, სტუმართა მცველმა ბურთი დროულად არ მოიგერია და საჯარიმოსთან დაკარგა, რომელიც ხავიმ თანაგუნდელს გადასცა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 2:1.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. იმ შეხვედრაში 39 წლის ხავიმ დუბლი შეასრულა.
ტაშკენტის "ფახთაქორი" ჯგუფში 5 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.