9 აპრილს, აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში შოთა არველაძის "ფახთაქორმა" ყატარული "ალ სადი" მიიღო და ფრედ, 2:2 ეთამაშა.
ყატარელთა რიგებში დუბლი ლეგენდარულმა ჩავი ერნანდესმა შეასრულა და ამისთვის 8 წუთი დასჭირდა. ესპანელმა მატჩის მე-8 და მე-16 წუთებზე შეძლო გოლის გატანა.
შეხვედრის შემდეგ მასპინძელთა ქართველმა დამრიგებელმა შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა.
"შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ჩავი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მათ რიგებში რამდენიმე ვარსკვლავია, ჩავი კი საფეხბურთო ლეგენდაა. მას გოლები იკერ კასილასისთვის და სხვა დიდი მეკარეებისთვისაც აქვს გატანილი. ამიტომ ჩემს მეკარესთან პრობლემა არ მაქვს", - განაცხადა მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ.
"ფახთაქორი" 3 მატჩის შემდეგ 1 მოგებითა და 2 ფრით ჯგუფის ლიდერია და შემდეგ შეხვედრაში კვლავ "ალ სადის", ამჯერად სტუმრად შეხვდება.
ადმინ,თქვენს საიტს,ამ ბოლო ხანებში,ერთი სტატიიდან სხვაზე ავტომატურად გადასვლა დასჩემდა.წესიერად წაკითხვას ან პოსტის დაწერას არ გაცდის.ძალიან უხერხული გახდა საიტის მოხმარება.სანამ ამ პოსტს ვწერ,სამჯერ გადამიხტა სხვა სტატიაზე და დროც გაცილებით მეტი მეხარჯება,თანაც ჩამოტვირთვაც შენელებულია.