ჯანო ანანიძე ტურის ანტისიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა Soccer-მა რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურის ანტისიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისა და "კრილია სოვეტოვის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც მოხვდა.

აი, რას წერს საიტი ანანიძის შესახებ:

"დინამოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელებმა კარისკენ მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, ზუსტად ვერცერთხელ.

ჯანო 75 წუთი იმყოფებოდა მოედანზე. ამ დროის განმავლობაში მას კარისკენ არცერთხელ არ დაურტყამს; არცერთხელ არ გაუკეთებია ისეთი პასი, რომელიც სიტუაციას გაამწვავებდა; არცერთხელ არ მოუტყუებია მეტოქე გუნდის ფეხბურთელები. მოკლედ, არაფერი!

ანანიძე "კრილია სოვეტოვში" იმ მიზნით წავიდა, რომ თავისი თამაშით კიდევ ერთი
შანსი მიეღო "სპარტაკში". ასეთი შეხვედრები ქართველს მოსკოვურ კლუბში დაბრუნებასთან არ აახლოებს."

შემდეგ შეხვედრას სამარული კლუბი შინ, 25 აპრილს, ეკატერინბურგის "ურალის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი თამაში გამახსენეთ ჯანოს 90 წუთი რომ მაღალ დონეზე ეთამაშოს ნაკრებში ან კლუბში. სულ საავადმყოფოშია და სულ მკურნალობს. ეგეც დაამთავრებს ბოლოს ყაზახეთში
ზაზა
20:58 23-04-2019
5
ჯანო არსენალს უნდოდაო.ეტყობა ტულის არსენალზე იყო საუბარი)))) წარმოიდგინეთ არსენალი-მანჩესტერი. ჯანო და ლუკაკუ)))) ვაი თქვენ პატრონს.
dato
12:33 24-04-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული