ლუკა ზარანდიამ მნიშვნელოვან მატჩში პენალტი მოინადირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აპრილს, პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "მიედზ ლეგნიცა".

ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყო. 33-ე წუთზე ის მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, პენალტით კი ანგარიში ბრაზილიელმა მარკუს ვინისიუსმა გახსნა.

ლუკა 61-ე წუთზე შეცვალეს, კომპენსირებულ დროში კი მისმა გუნდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

ზარანდიამ ჩემპიონატის 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

"არკა" 32 ქულით მეორე, რვაგუნდიან  ჯგუფში მე-6 ადგილზეა, ექსტრაკლასაზე ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 28 აპრილს კელცეში "კორონას" შეხვდება.

გდინია. "მაევსკი". 5 112 მაყურებელი
არკა - მიედზ ლეგნიცა 2:0
გოლები:
1:0 მარკუს ვინისიუსი (33, პენ), 2:0 ვეჯინოვიჩი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული