შვეიცარიის თასის ფინალში ორ ქართველს შეეძლო ეთამაშა, მაგრამ ორივეს გუნდი დამარცხდა.
25 აპრილს, თასის ნახევარფინალში ლევან ხარაბაძის "ციურიხს" მისსავე მოედანზე 3:1 მოუგო "ბაზელმა". ლევანი სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, შეტევის გასაძლიერებლად ნახევარმცველ ბენჟამინ კოლოლით შეცვალეს.
შეგახსენებთ, 23 აპრილს, ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "თუნთან" და გათამაშებას გამოეთიშა. იმ შეხვედრაში კაკაბაძე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა.