championat.com: "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს გაყიდის

AutoSharing Option
უხეიროდ თამაშობს ამ სეზონში მოსკოვის "სპარტაკი", რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ტულაში "არსენალთან" 0:3 დამარცხდა და 39 ქულით მეხუთე ადგილზეა.

championat.com-მა "სახალხო გუნდს" წერილი მიუძღვნა, აღნიშნა, რომ რესურსები ამოწურულია, ახალი გუნდის ჩამოყალიბებაა საჭირო და "კრილია სოვეტოვში" იჯარით გაშვებული ნახევარმცველის ჯანო ანანიძის უკან დაბრუნება გამორიცხულია.

"სპარტაკს" შეეძლო ჯერ კიდევ ზამთარში საბოლოოდ დამშვიდობებოდა ტიმოფეევსა და ანანიძეს, მაგრამ მაშინ იჯარით გაშვება მოუწიათ. ახლა კლუბი მათ სრულფასოვან ტრანსფერებზე იმუშავებს", - წერს საიტი.

ანანიძე და ტიმოფეევი "კრილიამ" გასაძლიერებლად ინათხოვრა, მაგრამ ჯანომ 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა
(ტიმოფეევმა ვერც ერთი) და სამარულ გუნდს გასავარდნად აქვს საქმე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გაუმარჯოს ჯანოს!
გიო
23:43 27-04-2019
1
გაყიდის მაგ ინვალიდს აბა რას იზამს. კრილიას თამაშებს ვუყურე და არაფლისმაქნისი იყო.ეგ ნაკრებშიც არ უნდა გამოიძახო.ან რო გამოიძახეს ხო იფრინა არა? ზედმეტად გარეკლამირებული ფეხბურთელია.მე არ მახსოვს მისი მაგარი თამაში და იქნებ გამახსენოთ? ეზოში რო თამაშობდა ის არ ითვლება)))
dato
21:43 27-04-2019
28
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული