
საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონი გახდა.
27 აპრილს, მადიართა პირველობის 30-ე ტურში მართალია, დვალის გუნდი "ჰონვედთან" 2:3 დამარცხდა, მაგრამ უახლოესი მდევარი "ვიდეოტონი" ფრეს (1:1) დასჯერდა "პუშკაშ აკადემიასთან" და ოქროს მედლებს ვეღარ შეეცილება.
ლაშა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პოლონური "პოგონიდან" გადავიდა ბუდაპეშტურ გუნდში, უმალ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან ერთი გოლიც გაიტანა, მაგრამ რიკოშეტის გამო ავტოგოლად "პაკშის" მცველს ჩაუთვალეს.