"კორდობამ" "სარაგოსას" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
ჩვენთვის სასიხარულოა ის, რომ "სარაგოსას" 3-თვიანი პაუზის შემდეგ ქართველი შემტევი - გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდა. გიორგი მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა ჰეთ-თრიკის ავტორი მარკ გუალის ნაცვლად. მცირე დროში "პაპუს" გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს.
შემდეგ შეხვედრას "სარაგოსა" სახლში, "დეპორტივოსთან" ჩაატარებს. შეხვედრა 4 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
"რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ შედის" - როგორ გაგრძელდება პაპუნაშვილის კარიერა?