sports.kz: ჯაბა კანკავა "ასტანასთან" გაშვებულ გოლში დამნაშავეა, მაგრამ გაზაევს ეს არ ადარდებს, რატომ? [VIDEO]

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველების "ტობოლი" სტუმრად 1:2 დამარცხდა ლიდერ "ასტანასთან", გოლი კი მასპინძლებმა 90+2-ე წუთზე გაუშვეს. აი, რას წერს ამის შესახებ sports.kz:

"ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ, ფაქტობრივად, "ასტანას" გამარჯვება აჩუქა, მაგრამ კოსტანაელთა მწვრთნელ ვლადიმირ გაზაევს ფეხბურთელთან პრეტენზია არა აქვს.

ეს მიმდინარე სეზონში ქართველი ლეგიონერის პირველი შეცდომა არაა. ყველაფერი დიდწილად იმის გამო ხდება, რომ გაზაევმა კანკავა ჩვეული, საყრდენის პოზიციიდან ცენტრალურ მცველად გადაიყვანა. მიუხედავად გულშემატკივრებისა და მედიასაშუალებების ფეხბურთელის მიმართ კრიტიკისა, "ტობოლის" თავკაცს მ
ისადმი პრეტენზია არა აქვს.

"ჩვენ კანკავას ამ პოზიციაზე სეზონის დასაწყისიდანვე ვათამაშებთ. ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობს და პრეტენზია არა მაქვს", - ამბობს გაზაევი.

გასაკვირია, რომ ეს გაზაევმა სწორედ "ასტანასთან" ნამატჩევს თქვა, რომელშიც დედაქალაქელთა თავდამსხმელის, რომან მურთაზაევის საჯარიმოში შეჭრისას, კანკავას აშკარად "ჩაეძინა" და მეტოქეს გამარჯვების მოპოვების უფლება მისცა.

ვიდეოში ნათლად ჩანს კანკავას შეცდომა. მეტიც, ჯაბა მურთაზაევს მაისურზე ხელით ექაჩებოდა - "ტობოლის" ახლად გამომცხვარი მცველი უბრალოდ არაკომფორტულად გრძნობს თავს ცენტრბეკის პოზიციაზე. თუმცა, ეტყობა, ეს გაზაევისთვის სულერთია".

მკითხველის კომენტარები / 7 /
სისწრაფე აკლია? რა ცოტა რამე კლებია? აბა ფიზიკურად მოგწონთ ბატონო სოსო? სისწრაფე არა, პასი არა, პოზიციურად საშუალო დონეზე ჰა, ჰა. ფეხბურთში რაც მთავარია არააქვს, ბუნება ბორჯომშიც მაგარია.
ლევანი
01 მაისი 2019 22:04
3
ჯაბას სისწრაფე აკლია,თორემ სასაყვედურო,სხვა არაფერი აქვს.ეს შეცდომებიც,მეტწილად ამის ბრალია.
სოსო
01 მაისი 2019 19:14
1
რატომ გაგიკვირდათ კანკავას შეცდომა, პირველი შემთხვევა ხომ არაა. მაგის შეცდომების გამო რამდენჯერ წაუგია ნაკრებს? უბრალოდ მაგის დაშვებულ შეცდომებს შემდეგ დაცვა ასწორებს ხოლმე, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, მის შეცდომას კვერკველია,კაშია და ლორია აგრძელებენ, რაც წაგების ფასად გვიჯდებოდა და წინა 2 მატჩშიც იგივე მოხდა, ამიტომ ეგენი გასაშვებია, შეუცვლელი არავინაა, მითუმეტეს ეგ ოთხეული. ძალიან კარგი შემცვლელები გვყავს და გამოვიყენოთ უნდა. ეს რომ ასეა, ფაქტია და რატომ ვერ ან არ ხედავს ამას ფედერაცია და მწვრთნელი, ესაა მთავარი. აქაა კითხვები თუა.
zvare
01 მაისი 2019 14:41
7
გაზაევი მეტია ვიდრე ფეხბურთი
ჯაბა
01 მაისი 2019 14:39
0
კანკავას თუ ჩაეძინა მეკარე გარდაცვლილი იყო?
ttttt
01 მაისი 2019 14:36
0
კანკავა რა შუაშია? მწვრთნელმა მერე კარებში რომ ჩააყენოს ესეც მისი ნება იქნება, აბა კანკავას რა უნდა ცენტრალურ მცველად. საყრდენი კანკავაზე მეტი ყავთ?
Geo_Dinamo
01 მაისი 2019 13:02
0
ეს კანკავას კიარა მწვრთნელის შეცდომაა, თორე კანკავაზე მაღალი კლასის ბევრი ყავთ ნეტავ გუნდში?
ჯუბა
01 მაისი 2019 11:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული