4 მაისს, შვედეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" სტუმრად "სირიუსს" 4:2 სძლია.
ხარაიშვილმა დებიუტში დააწინაურა თავისი გუნდი. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა გოლი.
77-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, გიორგიმ კარლსონ-ლაგემირს საგოლედ უპასა.
"გეტებორგი" 13 ქულით გალიდერდა და 13 მაისს, შემდეგ ტურში ასევე გასვლაზე "ნორკოპინგს" შეხვდება.
უპსალა. "სტუდენტერნასი"
სირიუსი - გეტებორგი 2:4
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (2), 1:1 ცალისირი (25, საკ. კარში), 2:1 ლინდბერგი (26), 2:2 საებო (51), 2:3 კარლსონ-ლაგემირი (77), 2:4 ნიგრენი (90+1)