ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მაისს, პოლონეთის ექსტრაკლასას 35-ე ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა გიორგი გაბედავასა და გიორგი ივანიშვილის "ზაგლებიე".

მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა სტუმართა წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ შეხვედრის დასასრულს მოახერხეს. 84-ე წუთზე ზარანდიას პასით ანგარიში თავდამსხმელმა მაცეი იანკოვსკიმ გახსნა, ხოლო 90+7-ე წუთზე გოლი თავად ზარანდიამ გაიტანა.

სტუმართა გუნდში სასტარტო შემადგენლობაში იყო ივანიშვილი, რომელიც 90+2-ე წუთზე შეცვალეს, გაბედავა კი 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას რა პონტში არათამაშებს ვაისი გამაგებინა:(
levan
12:36 11-05-2019
0
ვისაც გაქვთ შეხება ვაისთან უთხარით გამოიძახოს ზარანდია, და ათამაშოს! ვინ გყავთ მაგაზე უკეთესი?!
F.F.
12:59 11-05-2019
0

სიახლეები პოპულარული