დავით ხოჭოლავამ გოლი დედას მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ "ოლეკსანდრიასთან" მატჩში (2:1) გატანილი გოლი დედას მიუძღვნა.

დედის დღესთან დაკავშირებით დონეცკური გუნდის ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, ხოჭოლავას მაისურას წინა მხარეს დედის ფოტო ჰქონდა და ეწერა:"დე მიყვარხარ", უკანა მხარეს კი "ქეთი" ეწერა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან კლუბის საიტს მისცა ინტერვიუ.

- ჯერ კიდევ მატჩამდე ამბობდნენ, რომ გაგვიჭირდებოდა, რადგან "ოლეკსანდრია" ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ვიცოდით, მძიმე ბრძოლა გველოდა. მთავარია, ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგით.

- "შახტარმა" ანგარიში შენი ძალისხმევით გახსნა. შეგიძლია ის მომენტი გაიხსენო?
- ბურთი კარგად ჩამოაწოდეს, მე უბრალოდ
საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და გავიტანე. შეიძლება ითქვას, გამიმართლა.

- სამივე გოლი კუთხურის შემდეგ გავიდა. ეს თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციაა თუ მხოლოდ ეპიზოდი?
- ვერ ვიტყვი, რომ სტანდარტები ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარეა, ვინაიდან უფრო მეტი გოლი სათამაშო სიტუაციებიდან გვაქვს გატანილი. "ოლეკსანდრიასთვის" კი ეს ერთ-ერთი მთავარი კოზირია. კი, ვემზადებოდით, ინდივიდუალურად უნდა აგვეყვანა მათი ფეხბურთელები. სამწუხაროა, რომ გოლგაუშვებელი სერია შევწყვიტეთ.

- თითქმის 1 000 წუთის მანძილზე გოლი არ გქონდათ გაშვებული...
- მართალი გითხრათ, წუთები არ დაგვითვლია, უბრალოდ ვცდილობდით გოლი არ გაგვეშვა. დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გულდასაწყვეტი გაშვებული გოლია.

- გატანილი გოლი ვის მიუძღვენი?
- გოლი და გამარჯვება დედას მივუძღვენი. მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან მიყვარს!

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი მცველი წარმატებები
irakli
07:05 12-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული