"არკას" ქართველი შემტევი ლუკა ზარანდია პოლონეთის ექსტრაკლასას 35-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
გასულ ტურში "ზაგლებიესთან" მოგებულ შეხვედრაში (2:0) 23 წლის ზარანდიამ გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ეს ქართველი ფეხბურთელის მეხუთე აღიარებაა მიმდინარე სეზონში.
მისი გუნდი ექსტრაკლასას რელეგაციის ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს, გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს და დღეს, 13 მაისს ლიდერ "ვისლას" დაუპირისპირდება.