გიორგი ხარაიშვილი მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 წლის ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში ისევ გამოიჩინა თავი.

13 მაისს, ალსვენსკანის მე-8 ტურის დასკვნით მატჩში ხარაიშვილის "გეტებორგმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ნორკოპინგი" და გამარჯვების გოლი ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა.

გიორგიმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი და ამას გარდა, მიმდინარე პირველობაზე სამი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მისი დიდი დამსახურებაა "გეტებორგის" პირველობაზე ჩინებული სტარტი - 16 ქულით მეორე ადგილზეა და 16 მაისს ლიდერ "მალმიოს" უმასპინძლებს.

ნორკოპინგი. "იოსტგიოტაპორტენი". 8 752 მაყურებელი
ნორკოპინგი - გეტებორგი 1:2
გოლები: 0:1 კარლსონ-ლაგემირი (10), 1:1 ჟერსონი (39), 1:2 ხარაიშვილი (83)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხარა, ზარანდია, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, დვალი, აბურჯანია და მჭედლიშვილი, უალტერნატივონი არიან დღეს და ნაკრების ძირითადში უნდა იყვნენ.ლობჟანიძის თამაში ვნახე, 4-ით 3 რომ მოიგეს და იმედი მომეცა, მაგარი ბიჭია. სწრაფია, დაცვასაც ეხმარება, ტექნიკურია, არ იღლება, ყველა სტანდარტს მაგას ასრულებინებენ, ერთი საჯარიმო ხარიხას გაეხახუნა და ცოტა დააკლდა, 2-3 საგოლე მომენტი თავად შექმნა, საგოლე პასიც გააკეთა, გამორჩეულია გუნდში. ვინა ყავთ მაგაზე კაი? კვეკვესკირს და გვილიას არც შევადარებ, თან უნივერსალია, გარემარბადაც შეიძლება მაგის გამოყენება და თავდასხმის ცენტრშიც, კრაიზე თავისთავად. ხარა, პარუნა, მჭედლიშვილი და დვალი, ხო საერთოდ თავიანთი გუნდების უდაო ლიდერები არიან, თან ამ ბიჭების გუნდები ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვიან, დვალი საერთოდ ჩემპიონთა ლიგაზეა. აბუ ბოლო 8 თამაშია ძირითადში ჩაჯდა და ფორმაშია. საყურადღებოა ასევე ბუღრიძე და ბერიძე. ვაჩიბერიძე ბოლო დროს სულ ასნავნოია და 90 წუთს თამაშობს. კვარაცხელია კიდევ ჩემის აზრით ყველას სჯობს ცენტრფორვარდის პოზიციაზე. კარგები არიან არველაძე, კაჭარავა და ქვილითაია, მაგრამ სისწრაფე აკლიათ, ერთი საათი უნდებიან ბურთის მიღებას გასწორებას, ფორვარდი სხარტი უნდა იყოს, ვერცხლისწყალივით, რაც მაგათ არააქვთ, სამაგიეროდ ყავთ პატრონიიი. პატრონის წინააღმდეგი არ ვარ, მარა, როცა ნაკრებს და ქვეყნის ღირსებას ეხება საქმე, მაშინ? თუ ჯობიხარ სხვას კი ბატონო, მაგრამ შენი პატრონის გამო სხვა, შენზე კარგი რომ იჩაგრება? ვნახოთ ივნისში ვის ათამაშებს, მე მგონი ეს ბიჭები იქნებიან. იმდენად თვალსაჩინოა მათი პროგრესი, რომ მათ არ გამოძახებას, ვეღარ გარისკავენ. და კარებში რა თქმა უნდა მაკარიძე. მარა მაინც ძველ სასტავს შეყრის, მოუგებენ გიბრალტარს და მაგარია არველაძეო იტყვიან. ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგ ბიჭს, მესი მონაგონი ყოფილიყოს მაგასთან, მარა რა ვიცი.
ვასო
14:33 14-05-2019
1
ივნისში გიბრალტართან სიამოვნებით ვიხილავდი ამ შემადგენლობას: მაკარიძე, ხარაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, აბურჯანია, ანანიძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ზარანდია, ქვილითაია
DAVE
10:11 14-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული