გიორგი პაპუნაშვილმა შეცვლაზე შესვლიდან 18 წამში ანგარიში გაათანაბრა - "სარაგოსამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მაისს, სეგუნდადივიზიონის 38-ე ტურის დასკვნით მატჩში "გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სახლში 4:2 სძლია ხიხონის "სპორტინგს".

პაპუნაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა და 18 წამში ანგარიში გაათანაბრა. ის იმ დროს შევიდა მოედანზე, როდესაც მისი გუნდი კუთხურს აწვდიდა, საჯარიმოში არეულობაში ყველას დაასწრო და ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

გიორგის მიერ შესვლიდან 18 წამში გოლის გატანა "მარკამაც" აღნიშნა და გამორჩეულად ვიდეო გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ არაგონელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

პაპუნაშვილს ტრავმის გამო ამ სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცდა,
მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (თანაც, სრულად თამაში იშვიათად უწევდა) და 2 გოლი გაიტანა.

"სარაგოსა" 50 ქულით მე-13 ადგილზეა და 24 მაისს, შემდეგ ტურში სტუმრად "მალაგას" დაუპირისპირდება.

სარაგოსა. "რომარედა". 19 963 მაყურებელი
სარაგოსა - სპორტინგი 4:2
გოლები: 0:1 ლოდი (8), 1:1 ვასკესი (39), 1:2 ლოდი (47), 2:2 პაპუნაშვილი (66), 3:2 ვასკესი (70), 4:2 გუალი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 7 /
რამოდენიმეჯერ უკურე გოლის მომენტს,იგრდზნო ბურტი საიდან სჰეიდზლებოდა გამოსულიკო,დაიკავა საუკეტესო პოზიცია და გოლიც ამის სჰედეგი იყო.პაპუ დზალიან მოაზროვნე ფეხბურტელია,გაიხარე გიორგი.
kakha
18 მაისი 2019 07:30
1
პაპუს ტრავმა რომ არა დარწმუნებული ვარ სარაგოსა ლა ლიგასთვის იბრძოლებდა. წარმატებები გიოოოოო
roma
18 მაისი 2019 10:38
0
არვიცი ვინ რას ფიქრობთ ამ ფეხბურთელზე, მაგრამ ნაკრებშიც რომ ითამაშა, მახსოვს ძაან "ღორობდა".. პასის გაკეთება არ უნდოდა და თვითონ ურტყამდა სულ. .. დრიბლინგი კი - კარგი აქვს, მაგრამ იმედია უკვე დაიხვეწა სარაგოსაშიც და უფრო შემდგარი ფეხბურთელი დაუბრუნდება ნაკრებს ))
ზუზუ
18 მაისი 2019 16:45
5
აუცილებლად უნდა გამოიძახოს პაპუ და ხარაიშვილი ვაისმა ამ სანაკრებო ფანჯარაზე! ამაზე ორი აზრი არ არსებობს და თუ ასე არ ჰქნა, მაშინ ვაისი გასაგდებია
qomagi
18 მაისი 2019 15:04
0
ვთვლი რომ უნდა ჩაანაცვლონ ახალმა ფეხბურთელებმა შეცვალონ ანანიძე და ყაზაიშვილი,არაეფექტურად გამოიყურებიან ორივე..მითუმეტეს ცენტრში კონკურენცია არის და გვყავს უფრო ეფექტური მოძრავი ახალგაზრდები
Smouk
19 მაისი 2019 05:32
2
პაპუნაშვილი სასწრაფოდ ნაკრებში!!!
DATO
18 მაისი 2019 13:35
0
ძალიან მაგარიააააააააააა!!!...:))))))))
საბა
18 მაისი 2019 13:17
0

სიახლეები პოპულარული