ნახეთ, რა "ჩააჭედა ცხრიანში" საბა ლობჟანიძემ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მაისს, დანიის სუპერლიგის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "ორჰუსს".

ამჯერადაც გამოიჩინა თავი მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ, რომელმაც მე-15 წუთზე ფლანგზე მეურვეებს აუარა გვერდი და მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა.

დანიის მიმდინარე პირველობის 36 შეხვედრაში სუპერსაბამ 8 გოლი გაიტანა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 26 მაისს ორჰუსში გაიმართება.

რანდერსი. "ცეპჰეუს პარკი". 7 216 მაყურებელი
რანდერსი - ორჰუსი 2:1
გოლები: 0:1 ამიტზბოლი (9), 1:1 ლობჟანიძე (15), 2:1 კოპლინი (34)



მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაკვეტაძის არყოფნაში ამაზე უკეთესი მარცხენა ვინგერი გვავს ვინმე?
მინდია
20:19 18-05-2019
2
არა! მართლა მაგარია!!!
კ ო მ ბ ლ ე
22:04 18-05-2019
0

სიახლეები პოპულარული