18 მაისს, დანიის სუპერლიგის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "ორჰუსს".
ამჯერადაც გამოიჩინა თავი მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ, რომელმაც მე-15 წუთზე ფლანგზე მეურვეებს აუარა გვერდი და მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა.
დანიის მიმდინარე პირველობის 36 შეხვედრაში სუპერსაბამ 8 გოლი გაიტანა.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 26 მაისს ორჰუსში გაიმართება.
რანდერსი. "ცეპჰეუს პარკი". 7 216 მაყურებელი
რანდერსი - ორჰუსი 2:1
გოლები: 0:1 ამიტზბოლი (9), 1:1 ლობჟანიძე (15), 2:1 კოპლინი (34)
ლობჟანიძემ "რანდერსი" ევროპა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩში წაგებას გადაარჩინა [VIDEO]
საბა ლობჟანიძემ "რანდერსს" "ოლბორგთან" გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]