გიორგი არაბიძე პორტუგალიური ლიგის იმედგაცრუებებს შორის მოხვდა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, რომელიც "ნასიონალის" ფეხბურთელია, ლიგის იმედგაცრუებებში მოხვდა. პორტუგალიურმა გამოცემა maisfutebol-მ სეზონი შეაჯამა და თითოეული გუნდიდან დაასახელა ის ფეხბურთელი, რომელიც გამორჩეული იყო და ისიც, ვინც იმედები გაუცრუა გუნდს.

აი, რას წერს გამოცემა არაბიძის შესახებ:

"ნასიონალში“ იმედგაცრუება გიორგი არაბიძე იყო, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი. ბოლო წუთზე "მორეირენშეს" წინააღმდეგ აცილებული პენალტი არის მისი სეზონის შეჯამება და იმის ნათელი მაგალითი, რომ მისი აყვანა სწორი გადაწყვეტილება არ იყო."

რაც შეეხება პორტუგალიურ ლიგაში მოთამაშე კიდევ ორ ქართველს - გიორგი მაკარიძესა და ავთო
ებრალიძეს, გამოცემის მიხედვით, ისინი გამორჩეულები არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით არ ყოფილან თავიანთ კლუბებში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაახლოებით ჭანტურიას ანალოგიასთან გვაქვს საქმე,თავში ავარდნა და ...მენტალიტეტი ძამია მენტალიტეტი
guria
19:03 22-05-2019
4
მაჩანჩალა ნასიონალი რომ ასე შეგაფასებს სირცხვილით თავი არც უნდა გამოყო. და არაბიძეს და მისთანა ფეხბურთელებს რომ აქვთ უაზრო ამბიციები და დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე ეგაა გასაკვირი.დამთავრდა ამის ფეხბურთი ისე რომ არც კი დაუწყია
ზაზა
14:21 22-05-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული