გიორგი წიტაიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა პოლონეთში დაწყებულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში, რომელშიც უკრაინის ნაკრებმა აშშ-ს მოუგო - 2:1. გიორგი ქართველი ფეხბურთელი კლიმენტი(კობა) წიტაიშვილის შვილია და კიევის "დინამოში" თამაშობს.
18 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ოლექსანდრ პეტრაკოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანა და პირველივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაშიც დააყენა. გიორგი აქამდეც რეგულარულად თამაშობდა უკრაინის U17, U18, U19 წლამდე ნაკრებების შემადგენლობაში.
აღნიშნულ შეხვედრაში, წიტაიშვილმა ჯერ ლამაზი საგოლე პასი გაუკეთა სერგეი ბულეცას, მეორე ტაიმში კი გატანაც შეეძლო. გიორგის დარტყმული ხარიხას მოხვდა, თუმცა ჩანდა,
რომ კარში რომ წასულიყო ბურთი, ამერიკელთა მეკარე გუნდს ვერ გადაარჩენდა. წიტაიშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს.
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს უკრაინელები 27 მაისს ყატართან გამართავენ, რომელმაც პირველ ტურში ნიგერიასთან 0:4 წააგო. მატჩის შემდეგ წიტაიშვილმა კომენტარი გააკეთა:
"პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. მადლობა ღმერთს, გამოვედით ამ სიტუაციიდან და შევძელით მეორე ტაიმში თამაშის საჩვენოდ შეცვლა. შესვენებისას მწვრთნელმა გვითხრა, თუ რა უნდა გამოგვესწორებინა და ჩვენც დავალებები ზუსტად შევასრულეთ. კარგია, რომ მოვიგეთ, თუმცა ბევრი შეცდომა გვქონდა, რაც აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ და აღარ გავიმეოროთ...
აშშ-ის ნაკრებმა არ გამარკვირვა. მე პირადად ველოდი ამ გუნდისგან ასეთ თამაშსაც და ცოტა მეტსაც. ჩვენ დასაწყისში ცოტათი შებორკილები ვიყავით, თითქოს, გვეშინოდა კიდეც, მაგრამ ეს ისევ და ისევ სასტარტო მღელვარებით იყო გამოწვეული. მერე ვნახეთ, რომ მეტოქე არ იყო იმდენად ძლიერი, როგორც გვეგონა და ჩვენი თამაში მოვახვიეთ თავს"- აღნიშნა კიევის "დინამოს" შემტევმა.
იმედია, ნიჭიერი ფეხბურთელი განვითარებას განაგრძობს და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გაიტანს გოლებს და გააკეთებს საგოლე გადაცემებს.
"პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. მადლობა ღმერთს, გამოვედით ამ სიტუაციიდან და შევძელით მეორე ტაიმში თამაშის საჩვენოდ შეცვლა. შესვენებისას მწვრთნელმა გვითხრა, თუ რა უნდა გამოგვესწორებინა და ჩვენც დავალებები ზუსტად შევასრულეთ. კარგია, რომ მოვიგეთ, თუმცა ბევრი შეცდომა გვქონდა, რაც აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ და აღარ გავიმეოროთ...
აშშ-ის ნაკრებმა არ გამარკვირვა. მე პირადად ველოდი ამ გუნდისგან ასეთ თამაშსაც და ცოტა მეტსაც. ჩვენ დასაწყისში ცოტათი შებორკილები ვიყავით, თითქოს, გვეშინოდა კიდეც, მაგრამ ეს ისევ და ისევ სასტარტო მღელვარებით იყო გამოწვეული. მერე ვნახეთ, რომ მეტოქე არ იყო იმდენად ძლიერი, როგორც გვეგონა და ჩვენი თამაში მოვახვიეთ თავს"