"ლოკომოტივის" ექს-პრეზიდენტი: ესმოდა კი, ხვიჩას, რას აკეთებდა?

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად რუსეთის ლიგის ასოციაციის პრეზიდენტმა ილია გერკუსმა ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

გერკუსი ამბობს, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე კლუბი გადარჩენისთვის მებრძოლ კლუბში გაცვალო.

"წარუმატებელი შემთხვევა, წარუმატებელი რა თქმა უნდა "ლოკოსთვის", ახალგაზრდა ნიჭიერი ხვიჩა კვარცხელიას იჯარასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოა.

საინტერესო კი იმით არის, თუ როგორ მოიქცნენ ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლები. ერთის მხრივ ნებისმიერ ფეხბურთელისთვის მომხიბლავი პერსპექტივა - ჩემპიონთა ლიგაში თამაში იყო, მეორე მხრივ - ნაკლებად მომხიბლავი, გადარჩენისთვის მებრძოლი კლუბი.
ფეხბურთელმა მეორე
აირჩია. ეს არჩევანია გაუგებარია. როგორ მოხდა მსგავსი რამე? სწორად ესმოდა ხვიჩას თუ რას აკეთებდა? კითხვა პასუხის გარეშე რჩება.

ჩემი გამოცდილებით, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოლაპარაკების პერიოდში უმთავრესი ფაქტორია ხოლმე. უფრო დაბალი ფაქტორიც კი, მედლებისთვის ბრძოლაც მუშაობს ხოლმე.

გავიხსენოთ ჯეფერსონ ფარფანი და იგორ დენისოვი. "ლოკომოტივში" ორივე სათამაშო ამბიციების გამო მივიდა და არა ფინანსური მხარის გამო, პირველ რიგში კი ჩემპიონთა ლიგის გამო.

შესაძლოა ხვიჩა არ იყო დარწმუნებული და ან კონკურენციის ეშინოდა, მაგრამ ერთი რამ უდავოა: მან შეაფასა საკუთარი სათამაშო პერსპექტივები და რაღაც მიზეზით "რუბინი" შეარჩია. საინტერესოა, ვნახოთ, იყო თუ არა მართალი.

არ ვიცი, რა შეთანხმება არსებობდა ფეხბურთელთან, მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, ერთი რამ ცხადია: ასეთი შეთანხმებები საერთო წარმატების საწინდარია: იგორ დენისოვის იჯარა და შემდეგ სრულყოფილი კონტრაქტი მასთან... იჯარა საბა კვირკველიას, ედერის, გრეგორჟ კრიხოვიაკის შემთხვევებში, რასაც შემდეგ გამოსყიდვა მოჰყვა - ეს წარმატებულად გაგრძელებული თანამშრომლობის ნიმუშებია, რომელიც კლუბსა და ფეხბურთელს შორის აბსოლუტურ ნდობასა და გულწრფელობაზეა დაფუძნებული. ასეთი ურთიერთობის მიღწევა მარტივი არ არის, მაგრამ მისი შედეგი ძალიან პროდუქტიულია. ფეხბურთელის პროგრესით ორივე მხარე უნდა სარგებლობდეს - ეს სამართლიანია და ურთიერთსასარგებლო", - განაცხადა გერკუსმა Sport24-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2019 წლის პირველი ნახევარი მოსკოვის "ლოკომოტივში" "რუსთავიდან" იჯარის წესით გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი დედაქალაქელების რიგები დატოვა და ყაზანის "რუბინში" გადაბარგდა, სადაც მასთან ერთად ზურიკო დავითაშვილი და ბექა მიქელთაძეც ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გაწირეს ბიჭი რუსეთისთვის, ფულის სანაცვლოდ! "ლოკო" კიდევ არაუშავს იყო, სიომინი ნორმალური ადამიანია. ეს "რუბინი" რაღაა?! განვითარებისთვის ჰოლანდია, ბელგია ან შოტლანდია წაადგებოდა უფრო.
მერაბი
10:29 09-07-2019
0
ვფიქრობ შეცდომა დაუშვა და ვიღაცის ანგარებას შეეწირა მისი განვითარება როგორც ფეხბურთელის, მაგრამ ხვიჩა ისეთი მაგარია მგონია რომ რუბინში დიდხანს მას არავინ გააჩერებს, აუცილებლად გამოჩნდება ევროპული ვარიანტები და აი ეს შანსი ფულის გულისთვის ქარს ნამდვილად აღარ უნდა გაატანოს.
dadu
17:51 05-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული